დაგვირეკეთ
კულინარიის კურსი

კულინარიის კურსი

კულინარიის კურსი

კულინარიის კურსი აკადემია UNIKO-ში 

აკადემია UNIKO გთავაზობთ კულინარიის სრულ კურსს, რომელიც აერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ მეცადინეობებს. კურსის განმავლობაში შეისწავლით პროდუქტების დამუშავებას, კერძების მომზადების ტექნოლოგიებს, კვების ჰიგიენასა და სამზარეულოში მუშაობის წესებს.

კურსზე გაეცნობით მზარეულის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და განივითარებთ სამზარეულოში მუშაობისთვის საჭირო უნარებს.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • კვებასა და მის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
  • საკვები პროდუქტების კლასიფიკაციას შემადგენლობის მიხედვით;
  • მინერალური ნივთიერებების, ვიტამინებისა და წყლის მნიშვნელობას ადამიანის ორგანიზმისთვის;
  • საკვები ნივთიერებების კალორიულობასა და ენერგეტიკულ ღირებულებას;
  • პროდუქტების ხარისხის შემოწმების მეთოდებს;
  • საკვები პროდუქტების დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიებს;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქციის სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს;
  • კვების ობიექტების ორგანიზებასა და მუშაობის სპეციფიკას;
  • სამზარეულოში შრომის უსაფრთხოების წესებს;
  • სამზარეულოს აღჭურვილობის გამოყენებისა და მოვლის წესებს;
  • ძირითადი და დამხმარე პერსონალის ფუნქციებსა და სამუშაოს განაწილებას;
  • მზარეულისთვის საჭირო ზოგად უნარებს: გუნდურ მუშაობას, კომუნიკაციასა და დროის მართვას.

 

კულინარიის კურსს უძღვებიან მოქმედი შეფ-მზარეულები. მათი ხელმძღვანელობით თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ მეცადინეობებზე გამოიყენებთ — იმუშავებთ პროდუქტებთან, მოამზადებთ კერძებს, მათ კალკულაციას და გაეცნობით სამზარეულოში მუშაობის პროცესს.

კულინარიის კურსის საერთო ხანგრძლივობაა 4 თვე:

  • 3 თვე — თეორიული და პრაქტიკული სწავლება;
  • 1 თვე — პრაქტიკა სარესტორნო ქსელში.

პირველი სამი თვის განმავლობაში მეცადინეობები ტარდება კვირაში 3 დღე:

კვირაში 2 დღე — თეორიული გაკვეთილი, თითოეული 1 აკადემიური საათის ხანგრძლივობით;
კვირაში 1 დღე — პრაქტიკული მეცადინეობა, მინიმუმ 4 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.

ერთთვიანი პრაქტიკის განმავლობაში გაეცნობით პროფესიული სამზარეულოს ყოველდღიურ საქმიანობას და მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებთ.

პრაქტიკა დაგეხმარებათ სამუშაო გამოცდილების მიღებაში, გუნდთან თანამშრომლობასა და მზარეულის პროფესიის უკეთ გაცნობაში.

კურსის დასრულებისა და შესაბამისი ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს კურსის წარმატებით დასრულებას.

 

 

ვიდეო

სტატისტიკა

8925+
კმაყოფილი სტუდენტი
15438+
დასაქმებული სტუდენტი

რეგისტრაცია